lingo-logostudiolingo
ჩვენი გუნდი
კონტენტი
ბლოგი
ენის ტესტი
მასალები
განვადება
კარიერა
რეგისტრაცია
მოგვწერე

ინგლისურის კურსები

აირჩიე შენთვის იდეალური ფორმატი — ინდივიდუალური თუ ჯგუფური, ონლაინ თუ ადგილზე, სასაუბრო თუ ზოგადი

4
ონლაინჯგუფური

ჯგუფური ინგლისური ონლაინ

ისწავლე პატარა ჯგუფში, სახლიდან გაუსვლელად — ყველაზე ეფექტური კურსი ცოცხალი კომუნიკაციით, თანაგუნდელებთან პრაქტიკითა და ხელმისაწვდომი ფასით.

დეტალურად
ადგილზეჯგუფური

ჯგუფური ინგლისური ადგილზე

ცოცხალი გაკვეთილები ჩვენს სივრცეში — ენერგიული გარემო, მოტივირებული ჯგუფი და თვეში ერთხელ პრაქტიკა ბრიტანელ მასწავლებელთან (native speaker).

დეტალურად
ონლაინინდივიდუალური

ინდივიდუალური ინგლისური ონლაინ

ინდივიდუალური გაკვეთილები მოქნილი გრაფიკით — თუ ჯგუფის ფიქსირებული დრო არ გერგება ან კონკრეტული ვადა და მიზანი გაქვს. საუბრის პრაქტიკა მხოლოდ მასწავლებელთანაა.

დეტალურად
ონლაინ9–16 წელი

ინგლისური მოზარდებისთვის

სპეციალურად მოზარდებზე მორგებული კურსი — არაფორმალურ, მეგობრულ და ფერად გარემოში, ასაკის შესაბამისი მეთოდებითა და თემებით.

დეტალურად

თუ გიჭირს კურსის არჩევა

სტუდიო ლინგო არის #1 ინგლისურის სკოლა, სადაც ინგლისურის კურსები სრულად მორგებულია ქართველ მოსწავლეზე. მთავარი აქცენტი საუბარზეა — მოსწავლე გაკვეთილზევე ბევრს საუბრობს, რადგან თავისუფალი მეტყველება ენის ცოდნის მთავარი მაჩვენებელია. მცირე ჯგუფები, გამოცდილი მასწავლებლები და პრაქტიკული მეთოდები უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან პროგრესს. ადგილზე ჯგუფური კურსის მოსწავლეებს კი თვეში ერთხელ გაკვეთილს ბრიტანელი მასწავლებელი (native speaker) უტარებს. ვიცით, სად ეშლებათ ქართველებს და რა უშლით ხელს თავისუფლად საუბარში — სწავლება მიმდინარეობს ორივე ფორმატში, თბილისში და ონლაინ, ერთი და იმავე მასწავლებლებითა და მასალებით.

ვასწავლით ინგლისურს სრულიად ნულიდან მოწინავე დონემდე (A1–C1). თუ არ იცი, რომელ დონეზე ხარ, გაიარე ჩვენი უფასო ენის ტესტი და რამდენიმე წუთში გაიგებ, საიდან უნდა დაიწყო სწავლა.

თუ გირჩევნია ყველაზე ეფექტური მეთოდი ცოცხალი კომუნიკაციით, თანაგუნდელებთან პრაქტიკითა და ხელმისაწვდომი ფასით — ჯგუფური კურსი იდეალურია ონლაინ და ადგილზეც, თბილისში. თუ ვერ ერგები ჯგუფის გრაფიკს და სპეციფიკური საჭიროება გაქვს — აირჩიე ინდივიდუალური კურსი. კომპანიებისთვის კი გვაქვს კორპორაციული ინგლისურის სპეციალური პროგრამა.

ზრდასრულებისთვის (17 წლიდან) გვაქვს ინდივიდუალური ონლაინ კურსი, ჯგუფური ონლაინ კურსი და ჯგუფური კურსი ადგილზე. მოზარდებისთვის (9–16 წელი) — ცალკე ონლაინ კურსი ასაკის შესაბამისი მეთოდებითა და თემებით. კომპანიებს ვთავაზობთ კორპორაციულ ინგლისურს. ვასწავლით სრულიად ნულიდან (A1) მოწინავე დონემდე (C1); თუ არ იცი, რომელ დონეზე ხარ, გაიარე უფასო ონლაინ ტესტი.

ჯგუფური ონლაინ — მაქსიმუმ 4 მოსწავლე, ცოცხალი დიალოგები და ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი, ნებისმიერი ქალაქიდან. ჯგუფური ადგილზე — საკლასო ენერგია თბილისში, 7–8 მოსწავლე და თვეში ერთხელ პრაქტიკა ბრიტანელ მასწავლებელთან (native speaker), რომელიც ჯგუფთან ერთად აჯამებს გავლილ მასალას. სასაუბრო თუ ზოგადი ინგლისური — ორივე მიმართულებას ერთ კურსში ვაერთიანებთ.

Cambridge-ის უახლეს სახელმძღვანელოებს, ციფრულ სასწავლო პლატფორმას და დიდ ვიდეოთეკას; ინგლისურის ყველა კომპონენტს — Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar, Vocabulary; მცირე ჯგუფებსა და გამოცდილ მასწავლებლებს, რომლებთანაც შეცდომის დაშვება სწავლის ბუნებრივი ნაწილია. ფასი და გრაფიკი თითოეული კურსის გვერდზეა, რეგისტრაცია კი რამდენიმე წუთს იღებს — დარეგისტრირდი და ადმინისტრატორი დაგიკავშირდება.