ჯგუფური ინგლისურის ონლაინ კურსი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ინგლისურის შესწავლა თანამოსწავლეებთან ერთად, სახლიდან გაუსვლელად. მცირე ჯგუფებში (მაქსიმუმ 4 მოსწავლე) სწავლა აერთიანებს ცოცხალ კომუნიკაციას, ინტერაქციულ გარემოსა და ხელმისაწვდომ ფასს.
გაკვეთილები მიმდინარეობს პრაქტიკულად და ინტერაქციულად — მოსწავლეები აქტიურად საუბრობენ, მართავენ დიალოგებს და ერთმანეთთან ვარჯიშობენ. ჯგუფური დინამიკა ზრდის მოტივაციას და ეხმარება მოსწავლეს, დაძლიოს უცხო ენაზე საუბრის ბარიერი და ალაპარაკდეს თავისუფლად.
ონლაინ ინგლისურის კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking (საუბარი), Listening (მოსმენა), Reading (კითხვა), Writing (წერა), Grammar (გრამატიკა) და Vocabulary (ლექსიკა). განსაკუთრებული აქცენტი საუბარზეა — ჯგუფურ კურსზე ყველაზე მეტ დროს სწორედ საუბარსა და ცოცხალ კომუნიკაციას ვუთმობთ, რადგან თავისუფალი მეტყველება ენის ცოდნის მთავარი მაჩვენებელია. ამიტომ, ზოგად ინგლისურთან ერთად დიდ ყურადღებას ვუთმობთ სასაუბრო ინგლისურს — რომ თავისუფლად და თავდაჯერებულად ალაპარაკდე. სწავლება სრულად მორგებულია ქართველ მოსწავლეზე და ითვალისწინებს დონეებს A1-დან C1-მდე.
მასალები
კურსის ძირითადი მასალები შედგება Cambridge-ის უახლესი სახელმძღვანელოებისგან, ორიგინალური ციფრული სასწავლო პლატფორმისა და დიდი ვიდეოთეკისგან — აუდიოებით როგორც ამერიკული, ასევე ბრიტანული აქცენტით. ონლაინ ფორმატი სრულად ინარჩუნებს გაკვეთილის ინტერაქტიულობასა და ჩართულობას.
ხელსაწყოები
სტუდიო ლინგო პირველი სკოლაა, რომელმაც ინგლისურის სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო. კურსზე გამოიყენებ ყველაზე ეფექტურ სასწავლო AI ხელსაწყოებს — გამოთქმის ვარჯიშიდან და ლექსიკის დამახსოვრებიდან დაწყებული, პერსონალური, მყისიერი უკუკავშირით დამთავრებული. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩვენი ხელსაწყოების არსენალიც მუდმივად ახლდება, რომ ინგლისურის სწავლა მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური გახდეს.
საშინაო დავალებები მექნება?
დიახ, თუმცა არა ტრადიციული, მოსაწყენი ფორმით. ჩვენ ვიყენებთ სპეციალურად სტუდიო ლინგოს მიერ შექმნილ უნიკალურ მეთოდს — თგდ-ს (თავისუფალი გამოყენების დავალება): გაკვეთილიდან გაკვეთილამდე შენ ინგლისურს ნებისმიერი ფორმით იყენებ — ფილმის ყურებით, სტუდიო ლინგოს კონტენტის სქროლვით, სიმღერის მოსმენით თუ ყოველდღიურ სიტუაციებში საუბრით. მომდევნო გაკვეთილი კი იწყება მსუბუქი საუბრით — ვინ როგორ გამოიყენა ინგლისური პრაქტიკაში და რა ახალი სიტყვა თუ ფრაზა ისწავლა. ასე ტრადიციული ზეპირობის ნაცვლად ნასწავლი ცოცხალ პრაქტიკად იქცევა და მყარად რჩება.
შემოგვიერთდი „სტუდიო ლინგოს“ ჯგუფურ ონლაინ კურსზე და ისწავლე ინგლისური ეფექტურად, თანამოსწავლეებთან ერთად — სახლიდან გაუსვლელად.
მოსწავლეების შეფასებები
ონლაინ კურსს გავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მოკლე დროშიც კი მივხვდი, რომ ნამდვილად სწორად შევარჩიე და მიხარია, რომ არჩევანი სტუდიო ლინგოზე გავაკეთე. სხვა რეპეტიტორებთან შეხება არ მქონია, მაგრამ ტატოს საშუალებით ჩანს მთლიანი ფონი, თუ როგორ უდგება სტუდიო ლინგო თავის მოსწავლეებს, ეს იქნება გრაფიკი თუ ინდივიდუალური სწავლის მეთოდიკა, რომელიც მოსწავლეს სჭირდება და ერგება. ასევე მათი სოც. ქსელები, მაგ.: YouTube და Instagram, ძალიან დამეხმარა ინგლისურის გაუმჯობესებაში, სანამ კურსს დავიწყებდი. ვფიქრობ, ჩემსავით თუ გაგიმართლებთ და ტატოსთან მოხვდებით, everything will be okay 😀 წარმატებები სტუდიო ლინგოს და შენ, ვისაც ჯერ არ დაგიწყია კურსი, მაგრამ დაიწყებ 🫶
ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, განსაკუთრებით ჩემი მასწავლებლით, რომელიც ყოველთვის თავის მაქსიმუმს აკეთებს, რომ დამეხმაროს. სწორედ მისი წყალობითაა, რომ აღარ მაქვს არანაირი შებოჭილობა ინგლისურად საუბრისას და მართლა ქართულივით გახდა ჩემთვის ეს ენა. ამიტომ მადლობა ლიკას ყველაფრისთვის. ის არამარტო მასწავლებელი, არამედ ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია, რომელიც ძალიან მიყვარს ❤️
ყველას ვურჩევ Studio Lingo-ს. ჰყავთ პროფესიონალი, კრეატიული მასწავლებლები, თანამედროვე და სახალისო მიდგომებით ასწავლიან უცხო ენას. მადლობა ამ გამოცდილებისთვის და ჩემი ინგლისურის გაუმჯობესებისთვის. 🫶 მადლობა ნინის, უსაყვარლესი მასწავლებელია.