lingo-logostudiolingo
ჩვენი გუნდი
კონტენტი
ბლოგი
ენის ტესტი
მასალები
განვადება
კარიერა
რეგისტრაცია
მოგვწერე
ყველა კურსი

ინდივიდუალური ინგლისური ონლაინ

პერსონალური გაკვეთილები, შენს ტემპსა და მიზნებზე მორგებული — მთელი ყურადღება მხოლოდ შენზეა.

ინდივიდუალური ინგლისურის ონლაინ კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალურად სწრაფი პროგრესი და ინდივიდუალური მიდგომა. გაკვეთილები სრულად მორგებულია შენს ტემპზე, დონესა და მიზნებზე, ხოლო მასწავლებლის მთელი ყურადღება მხოლოდ შენზეა.


ინდივიდუალური ფორმატის მთავარი უპირატესობა მოქნილი გრაფიკია — შენ ირჩევ გაკვეთილების მოსახერხებელ დღეებსა და საათებს, ხოლო სწავლის ტემპსაც თავად განსაზღვრავ. ეს კი უზრუნველყოფს ეფექტურ და დაუბრკოლებელ პროგრესს.


ონლაინ ინგლისურის კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს: Speaking (საუბარი), Listening (მოსმენა), Reading (კითხვა), Writing (წერა), Grammar (გრამატიკა) და Vocabulary (ლექსიკა). განსაკუთრებული აქცენტი საუბარზეა — ჩვენს კურსებზე ყველაზე მეტ დროს სწორედ საუბრის უნარის განვითარებას ვუთმობთ, რადგან თავისუფალი მეტყველება ენის ცოდნის მთავარი მაჩვენებელია. ამიტომ, ზოგად ინგლისურთან ერთად დიდ ყურადღებას ვუთმობთ სასაუბრო ინგლისურს — რომ თავისუფლად და თავდაჯერებულად ალაპარაკდე. სწავლება სრულად მორგებულია ქართველ მოსწავლეზე და ითვალისწინებს დონეებს A1-დან C1-მდე.

მასალები

კურსის ძირითადი მასალები შედგება Cambridge-ის უახლესი სახელმძღვანელოებისგან, ორიგინალური ციფრული სასწავლო პლატფორმისა და დიდი ვიდეოთეკისგან — ამერიკული და ბრიტანული აქცენტის აუდიოებით. მასწავლებელი დამატებით მასალებსაც შეარჩევს სწორედ შენს ინტერესებსა და მიზნებზე მორგებით.

ხელსაწყოები

სტუდიო ლინგო პირველი სკოლაა, რომელმაც ინგლისურის სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო. კურსზე გამოიყენებ ყველაზე ეფექტურ სასწავლო AI ხელსაწყოებს — გამოთქმის ვარჯიშიდან და ლექსიკის დამახსოვრებიდან დაწყებული, პერსონალური, მყისიერი უკუკავშირით დამთავრებული. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩვენი ხელსაწყოების არსენალიც მუდმივად ახლდება, რომ ინგლისურის სწავლა მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური გახდეს.

საშინაო დავალებები მექნება?

დიახ, თუმცა არა ტრადიციული, მოსაწყენი ფორმით. ჩვენ ვიყენებთ სპეციალურად სტუდიო ლინგოს მიერ შექმნილ უნიკალურ მეთოდს — თგდ-ს (თავისუფალი გამოყენების დავალება): გაკვეთილიდან გაკვეთილამდე შენ ინგლისურს ნებისმიერი ფორმით იყენებ — ფილმის ყურებით, სტუდიო ლინგოს კონტენტის სქროლვით, სიმღერის მოსმენით თუ ყოველდღიურ სიტუაციებში საუბრით. მომდევნო გაკვეთილი კი იწყება მსუბუქი საუბრით — ვინ როგორ გამოიყენა ინგლისური პრაქტიკაში და რა ახალი სიტყვა თუ ფრაზა ისწავლა. ასე ტრადიციული ზეპირობის ნაცვლად ნასწავლი ცოცხალ პრაქტიკად იქცევა და მყარად რჩება.


შემოგვიერთდი „სტუდიო ლინგოს“ ინდივიდუალურ ონლაინ კურსზე და ისწავლე ინგლისური შენს ტემპზე, პერსონალური მიდგომით.

შემოგვიერთდი

მოსწავლეების შეფასებები

ბაჩო შენგელია
★★★★★· Google-ზე

საუკეთესო ადგილია ინგლისურის სასწავლებლად, ძალიან კმაყოფილი ვარ, სასიამოვნო გარემო, კარგი მასწავლებლები და ეფექტური სწავლების მეთოდები აქვთ. რეკომენდაციას ვუწევ 100%

გიორგი ბართია
★★★★★· Google-ზე

ინსტაგრამში შემთხვევით ვნახე სტუდიო-ლინგოს ვიდეოები და გადავწყვიტე, რომ მიმეწერა. გავესაუბრე ნატას და ძალიან კარგად ამიხსნა ყველაფერი და დამეხმარა დარეგისტრირებაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ერთი თვეა, რაც ვმეცადინეობ, და ვფიქრობ, რომ საგრძნობლად გავაუმჯობესე ჩემი ინგლისური და ბევრი რამ ვისწავლე, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს საუკეთესო მასწავლებელს ლიკა ფერაძეს.

გუჯა გუჯაბიძე
★★★★★· Google-ზე

ონლაინ კურსს გავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მოკლე დროშიც კი მივხვდი, რომ ნამდვილად სწორად შევარჩიე და მიხარია, რომ არჩევანი სტუდიო ლინგოზე გავაკეთე. სხვა რეპეტიტორებთან შეხება არ მქონია, მაგრამ ტატოს საშუალებით ჩანს მთლიანი ფონი, თუ როგორ უდგება სტუდიო ლინგო თავის მოსწავლეებს, ეს იქნება გრაფიკი თუ ინდივიდუალური სწავლის მეთოდიკა, რომელიც მოსწავლეს სჭირდება და ერგება. ასევე მათი სოც. ქსელები, მაგ.: YouTube და Instagram, ძალიან დამეხმარა ინგლისურის გაუმჯობესებაში, სანამ კურსს დავიწყებდი. ვფიქრობ, ჩემსავით თუ გაგიმართლებთ და ტატოსთან მოხვდებით, everything will be okay 😀 წარმატებები სტუდიო ლინგოს და შენ, ვისაც ჯერ არ დაგიწყია კურსი, მაგრამ დაიწყებ 🫶