ჯგუფური ინგლისურის კურსი ადგილზე იდეალურია მათთვის, ვისაც ურჩევნია ცოცხალ, საკლასო გარემოში სწავლა. ჩვენს სივრცეში, მცირე ჯგუფებში (ჯგუფში 7-8 მოსწავლე), გაკვეთილები აერთიანებს პირდაპირ კონტაქტს მასწავლებელთან, ენერგიულ გარემოსა და მოტივირებულ ჯგუფს.
საკლასო გაკვეთილები მიმდინარეობს პრაქტიკულად და ინტერაქციულად — მოსწავლეები აქტიურად საუბრობენ, მართავენ დიალოგებს და ვარჯიშობენ ერთმანეთთან. პირისპირ კომუნიკაცია აჩქარებს ენის ათვისებას და ეხმარება მოსწავლეს, დაძლიოს საუბრის ბარიერი.
კურსი მოიცავს ინგლისური ენის ყველა კომპონენტს: Speaking (საუბარი), Listening (მოსმენა), Reading (კითხვა), Writing (წერა), Grammar (გრამატიკა) და Vocabulary (ლექსიკა). განსაკუთრებული აქცენტი საუბარზეა — საკლასო კურსზე ყველაზე მეტ დროს სწორედ ცოცხალ საუბარსა და კომუნიკაციას ვუთმობთ, რადგან თავისუფალი მეტყველება ენის ცოდნის მთავარი მაჩვენებელია. ამიტომ, ზოგად ინგლისურთან ერთად დიდ ყურადღებას ვუთმობთ სასაუბრო ინგლისურს — რომ თავისუფლად და თავდაჯერებულად ალაპარაკდე. სწავლება სრულად მორგებულია ქართველ მოსწავლეზე და ითვალისწინებს დონეებს A1-დან C1-მდე.
პრაქტიკა ბრიტანელ მასწავლებელთან
საკლასო ჯგუფური კურსის მოსწავლეებს თვეში ერთხელ გაკვეთილს უტარებს ბრიტანელი მასწავლებელი (native speaker). ეს არ არის უბრალო „საუბრის საათი“ — გაკვეთილს მკაფიო წესი აქვს: ბრიტანელი მასწავლებელი აჯამებს ყველა იმ მასალას, რომელიც ჯგუფმა ქართველ მასწავლებელთან ერთად გაიარა, და საუბარში სწორედ იმ ლექსიკასა და გრამატიკას იყენებს. ქართველი მასწავლებელი კი აკვირდება და ამოწმებს, რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება ნამდვილ ინგლისელთან საუბრისას. ასე სტუდიო ლინგოს საკლასო კურსზე ინგლისურის სწავლა თბილისში ბუნებრივ ინგლისურ მეტყველებასთან რეგულარულ შეხებას ნიშნავს — და თავდაჯერებულობას, რომ ნასწავლი რეალურ სიტუაციაშიც გამოგადგება.
მასალები
კურსის ძირითადი მასალები შედგება Cambridge-ის უახლესი სახელმძღვანელოებისგან, ორიგინალური ციფრული სასწავლო პლატფორმისა და დიდი ვიდეოთეკისგან — ამერიკული და ბრიტანული აქცენტის აუდიოებით. საკლასო აქტივობები, სამაგიდო თამაშები და ჯგუფური პროექტები სწავლას სახალისოსა და ეფექტურს ხდის.
ხელსაწყოები
სტუდიო ლინგო პირველი სკოლაა, რომელმაც ინგლისურის სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო. კურსზე გამოიყენებ ყველაზე ეფექტურ სასწავლო AI ხელსაწყოებს — გამოთქმის ვარჯიშიდან და ლექსიკის დამახსოვრებიდან დაწყებული, პერსონალური, მყისიერი უკუკავშირით დამთავრებული. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩვენი ხელსაწყოების არსენალიც მუდმივად ახლდება, რომ ინგლისურის სწავლა მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური გახდეს.
საშინაო დავალებები მექნება?
დიახ, თუმცა არა ტრადიციული, მოსაწყენი ფორმით. ჩვენ ვიყენებთ სპეციალურად სტუდიო ლინგოს მიერ შექმნილ უნიკალურ მეთოდს — თგდ-ს (თავისუფალი გამოყენების დავალება): გაკვეთილიდან გაკვეთილამდე შენ ინგლისურს ნებისმიერი ფორმით იყენებ — ფილმის ყურებით, სტუდიო ლინგოს კონტენტის სქროლვით, სიმღერის მოსმენით თუ ყოველდღიურ სიტუაციებში საუბრით. მომდევნო გაკვეთილი კი იწყება მსუბუქი საუბრით — ვინ როგორ გამოიყენა ინგლისური პრაქტიკაში და რა ახალი სიტყვა თუ ფრაზა ისწავლა. ასე ტრადიციული ზეპირობის ნაცვლად ნასწავლი ცოცხალ პრაქტიკად იქცევა და მყარად რჩება.
შემოგვიერთდი „სტუდიო ლინგოს“ ჯგუფურ საკლასო კურსზე და ისწავლე ინგლისური ცოცხალ, მოტივირებულ გარემოში, თანამოსწავლეებთან ერთად.
მოსწავლეების შეფასებები
ყველას ვურჩევ Studio Lingo-ს. ჰყავთ პროფესიონალი, კრეატიული მასწავლებლები, თანამედროვე და სახალისო მიდგომებით ასწავლიან უცხო ენას. მადლობა ამ გამოცდილებისთვის და ჩემი ინგლისურის გაუმჯობესებისთვის. 🫶 მადლობა ნინის, უსაყვარლესი მასწავლებელია.
ტატო არის პროფესიონალი და მონდომებული მასწავლებელი. მისი სწავლების მეთოდები ეფექტური და გასაგებია. ის ქმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც მოსწავლეები კომფორტულად სწავლობენ. მადლობა ტატოს და სტუდიო ლინგოს ❤️
ნამდვილად იშვიათია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც ამხელა პროფესიონალიზმი და ასეთი მსუბუქი, მხიარული გარემო ერთად დაგხვდებათ. მასწავლებლები არა მარტო მაგრები არიან თავიანთ საქმეში, არამედ ეტყობათ, რომ თითოეული გაკვეთილისთვის 100%-ით მომზადებულები მოდიან. არ არსებობს თემა, რომელსაც ზედაპირულად გაივლიან — ყოველთვის ცდილობენ, ყველაფერი დეტალურად და მარტივად აგიხსნან. ამას ემატება მათი ძალიან საინტერესო და ორიგინალური კონტენტი, რაც სწავლის პროცესს საერთოდ არ ხდის მოსაწყენს. ნამდვილად გირჩევთ!