lingo-logostudiolingo
ჩვენი გუნდი
კონტენტი
ბლოგი
ენის ტესტი
კარიერა
მასალები
განვადება
მოგვწერე
მთავარი

ხშირად დასმული კითხვები

ყველაზე ხშირი კითხვები სტუდიო ლინგოს კურსების, მეთოდებისა და რეგისტრაციის შესახებ — ერთ ადგილას.

ერთი დონის დაფარვის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მოსწავლის ათვისებაზე, გაკვეთილის დასწრებადობაზე, ნასწავლის ხშირ გამოყენებაზე. რაც მთავარია, სტუდიო ლინგოს ყველა მასწავლებელი ყველა მოსწავლესთან მაქსიმუმს აკეთებს შედეგის დასადებად. 4 თვე არის მინიმალური სწავლის პერიოდი, რომლის ბოლოშიც თქვენ გექნებათ მეტი თავდაჯერება საუბრისას, არ შეგეშინდებათ გრამატიკული შეცდომების დაშვების და დონის შესაბამისად გაიმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს. ამ პერიოდის გასვლის შემდგომ შეგიძლიათ კვლავ განაგრძოთ სწავლა თქვენთვის სასურველ შედეგამდე.

სტუდიო ლინგოს უნიკალური მეთოდებია:

1. თგდ — თავისუფალი გამოყენების დავალება

მოსწავლეს მოსაწყენი ტრადიციული საშინაო დავალებების ნაცვლად ევალება გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ნებისმიერი ფორმით გამოიყენოს ინგლისური, თუნდაც სტუდიო ლინგოს კონტენტს უყუროს და სქროლოს. შემდგომი გაკვეთილი კი იწყება მასწავლებელთან ან ჯგუფელებთან ჭორაობით, ვინ როგორ გამოიყენა ინგლისური პრაქტიკაში და რა ახალი სიტყვა/ფრაზა თუ გრამატიკა ისწავლეს.

2. სწრაფი გამოყენება

ეს მეთოდი გულისხმობს გაკვეთილზე, განსაკუთრებით ახალი მასალის ახსნის ნაწილში, მოსწავლის ინტერაქციულ ჩართვას უწყვეტად, ანუ თქვენ ნასწავლს იმ წამსვე იყენებთ და ამბობთ დიალოგში.

3. ბუსტერ აქტივობები

სტუდიო ლინგოს მოტივია, რომ ასწავლოს ინგლისური ყველას მოტივაციითა და ხშირად გართობითაც. გაკვეთილის ნაწილი ეთმობა ბუსტერ აქტივობებს, სადაც მოსწავლეებს სახალისო სიტუაციებში ევალებათ ინგლისურის გამოყენება. ეს მეთოდი ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს განწყობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტუდიო ლინგოს გაკვეთილებზე.

4. AI ინტეგრაცია

სტუდიო ლინგო არის პირველი, რომელმაც ინგლისურის სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო ჯერ კიდევ 2024 წელს. დღეს კი თქვენ კურსებზე გამოიყენებთ ყველაზე ეფექტურ სასწავლო AI ხელსაწყოებს. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩვენი სკოლაც მუდმივად ამატებს ახალ ხელსაწყოებს, რომ ვიყოთ პირველები და ჩვენს მოსწავლეებს ყველაზე მეტად გავუადვილოთ ინგლისურის სწავლა.

კურსებით დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციამდე ან რეგისტრაციის შემდგომ ჩვენი ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ და დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას კურსების შესახებ. თუ ინდივიდუალური კურსი გსურთ, გრაფიკი თქვენთან შეთანხმებით დგება. ჯგუფური კურსის არჩევისას, შეასრულებთ დონის დასადგენ ტესტს ჩვენს ვებგვერდზე და შესაბამისი დონის ჯგუფების დროებს შემოგთავაზებთ. გრაფიკის შეთანხმებიდან 3-4 დღეში იხდით თანხას მთლიანად ან საქართველოს ბანკის უპროცენტო განვადებით და ამის შემდეგ მეილზე გეგზავნებათ თქვენი გრაფიკი და ყველა საჭირო სასწავლო მასალა ელექტრონულად.

კურსის თანხა მთლიანად მოიცავს ყველა ელექტრონულ სასწავლო მასალას და სწავლის დაწყებამდე მეილზე გაგიზიარდებათ საჭირო მასალები. ამას გარდა, ჩვენი ვებგვერდის მასალებში მუდმივად ემატება უფასო სასწავლო ლექსიკური და გრამატიკული რესურსები.