ჩვენი გუნდი
გაიცანი ხალხი, ვინც შენს ინგლისურ ენას პრაქტიკული და თანამედროვე მიდგომით ავითარებს.
სკოლის შესახებ
„სტუდიო ლინგო“ არის ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის სკოლა, რომელიც თბილისსა და ონლაინ ასწავლის ინგლისურს ზრდასრულებსა და მოზარდებს — პრაქტიკული, თანამედროვე და მოსწავლეზე მორგებული მიდგომით. ჩვენი მიზანია, ისწავლო ინგლისური ისე, რომ თავისუფლად ალაპარაკდე, და არა უბრალოდ დაიზეპირო გრამატიკის წესები. ადგილზე ჯგუფური კურსის მოსწავლეებს თვეში ერთხელ გაკვეთილს ბრიტანელი მასწავლებელი (native speaker) უტარებს — ნასწავლი ლექსიკისა და გრამატიკის ნამდვილ საუბარში გამოსაცდელად.
შეცდომა სწავლის ნაწილია
ჩვენს გაკვეთილებზე შეცდომის დაშვება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ სწავლის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილია. აქ არავინ განგსჯის — შენ თავისუფლად ლაპარაკობ, ცდი და სწორედ ცდისა და შეცდომის გზით ვითარდები ყველაზე სწრაფად. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც შეცდომის შიში აღარ გიშლის ხელს ალაპარაკებაში.
მეთოდოლოგია
ჩვენი სწავლების მეთოდი კომუნიკაციაზეა ორიენტირებული — გაკვეთილების უდიდეს ნაწილს საუბრის უნარის განვითარებას ვუთმობთ. ვიყენებთ Cambridge-ის უახლეს სახელმძღვანელოებს, საკუთარ ციფრულ პლატფორმას, ვიდეოთეკასა და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს და ვფარავთ ენის ყველა კომპონენტს — Speaking, Listening, Reading, Writing, Grammar და Vocabulary.
სასწავლო გარემო
ვქმნით მეგობრულ და კომფორტულ გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლე თავს თავისუფლად გრძნობს. ჯგუფები მცირერიცხოვანია — მაქსიმუმ 4 მოსწავლე, რაც უზრუნველყოფს მასწავლებლის მაქსიმალურ ყურადღებას თითოეულ მათგანზე, როგორც ონლაინ, ისე ჩვენს ოფისში, თბილისში.
ჩვენი ღირებულებები
გვჯერა, რომ ენის სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასიამოვნო უნდა იყოს. ვაფასებთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ ტემპს, ვახალისებთ ცდას და ვქმნით ისეთ ატმოსფეროს, სადაც სწავლა შიშის გარეშე, სიამოვნებით მიმდინარეობს.




