ინგლისური მოზარდებისთვის სპეციალურად შექმნილი ინდივიდუალური ონლაინ კურსია 9-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის. სწავლა მიმდინარეობს არაფორმალურ, მეგობრულ და ფერად გარემოში, ასაკის შესაბამისი მეთოდებითა და თემებით.
გაკვეთილები ტარდება ინტერაქტიული და შემოქმედებითი მიდგომებით — როლური თამაშები, დისკუსიები და ჯგუფური პროექტები ზრდის მოზარდის მოტივაციას და უზრუნველყოფს ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას.
კურსი მოიცავს ინგლისური ენის ყველა კომპონენტს: Speaking (საუბარი), Listening (მოსმენა), Reading (კითხვა), Writing (წერა), Grammar (გრამატიკა) და Vocabulary (ლექსიკა). განსაკუთრებული აქცენტი საუბარზეა — მოზარდი გაკვეთილზევე ბევრს საუბრობს, რადგან თავისუფალი მეტყველება ენის ცოდნის მთავარი მაჩვენებელია. ზოგად ინგლისურთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა სასაუბრო ინგლისურს, რომ მოზარდი თავისუფლად ალაპარაკდეს. მასწავლებელი მუდმივად კონცენტრირდება გრამატიკულ წესებზე, მდიდარი ლექსიკის შესწავლასა და მათ სწორ გამოყენებაზე.
მასალები
კურსის ძირითადი მასალები შედგება Cambridge-ის უახლესი სახელმძღვანელოებისგან დონეების მიხედვით, ორიგინალური ციფრული სასწავლო პლატფორმისა და დიდი ვიდეოთეკისგან — აუდიო და ვიდეო მასალებით, ასევე სპეციალური ვიდეო თამაშებით ინგლისურის გასაუმჯობესებლად.
ხელსაწყოები
სტუდიო ლინგო პირველი სკოლაა, რომელმაც ინგლისურის სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო. კურსზე გამოიყენებ ყველაზე ეფექტურ სასწავლო AI ხელსაწყოებს — გამოთქმის ვარჯიშიდან და ლექსიკის დამახსოვრებიდან დაწყებული, პერსონალური, მყისიერი უკუკავშირით დამთავრებული. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩვენი ხელსაწყოების არსენალიც მუდმივად ახლდება, რომ ინგლისურის სწავლა მაქსიმალურად მარტივი და ეფექტური გახდეს.
საშინაო დავალებები მექნება?
დიახ, თუმცა არა ტრადიციული, მოსაწყენი ფორმით. ჩვენ ვიყენებთ სპეციალურად სტუდიო ლინგოს მიერ შექმნილ უნიკალურ მეთოდს — თგდ-ს (თავისუფალი გამოყენების დავალება): გაკვეთილიდან გაკვეთილამდე შენ ინგლისურს ნებისმიერი ფორმით იყენებ — ფილმის ყურებით, სტუდიო ლინგოს კონტენტის სქროლვით, სიმღერის მოსმენით თუ ყოველდღიურ სიტუაციებში საუბრით. მომდევნო გაკვეთილი კი იწყება მსუბუქი საუბრით — ვინ როგორ გამოიყენა ინგლისური პრაქტიკაში და რა ახალი სიტყვა თუ ფრაზა ისწავლა. ასე ტრადიციული ზეპირობის ნაცვლად ნასწავლი ცოცხალ პრაქტიკად იქცევა და მყარად რჩება.
კურსი ქმნის მოსწავლეებისთვის მეგობრულ, მხარდაჭერილ გარემოს, სადაც მოზარდი შეძლებს ენის სწავლის პროცესში წინსვლასა და საკუთარი თავის განვითარებას.
სწავლის პერიოდი ინდივიდუალურია, ვასწავლით დონეებს სრულიად ნულიდან მოწინავე დონემდე (A1-B2). შემოგვიერთდი „სტუდიო ლინგოს“ კურსზე მოზარდებისთვის და მიეცი შენს შვილს ინგლისურის სწავლის საუკეთესო გამოცდილება.
მოსწავლეების შეფასებები
ტატო არის პროფესიონალი და მონდომებული მასწავლებელი. მისი სწავლების მეთოდები ეფექტური და გასაგებია. ის ქმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც მოსწავლეები კომფორტულად სწავლობენ. მადლობა ტატოს და სტუდიო ლინგოს ❤️
ონლაინ კურსს გავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. მოკლე დროშიც კი მივხვდი, რომ ნამდვილად სწორად შევარჩიე და მიხარია, რომ არჩევანი სტუდიო ლინგოზე გავაკეთე. სხვა რეპეტიტორებთან შეხება არ მქონია, მაგრამ ტატოს საშუალებით ჩანს მთლიანი ფონი, თუ როგორ უდგება სტუდიო ლინგო თავის მოსწავლეებს, ეს იქნება გრაფიკი თუ ინდივიდუალური სწავლის მეთოდიკა, რომელიც მოსწავლეს სჭირდება და ერგება. ასევე მათი სოც. ქსელები, მაგ.: YouTube და Instagram, ძალიან დამეხმარა ინგლისურის გაუმჯობესებაში, სანამ კურსს დავიწყებდი. ვფიქრობ, ჩემსავით თუ გაგიმართლებთ და ტატოსთან მოხვდებით, everything will be okay 😀 წარმატებები სტუდიო ლინგოს და შენ, ვისაც ჯერ არ დაგიწყია კურსი, მაგრამ დაიწყებ 🫶
საუკეთესო ადგილია ინგლისურის სასწავლებლად, ძალიან კმაყოფილი ვარ, სასიამოვნო გარემო, კარგი მასწავლებლები და ეფექტური სწავლების მეთოდები აქვთ. რეკომენდაციას ვუწევ 100%