lingo-logostudiolingo
ჩვენი გუნდი
კონტენტი
ბლოგი
ენის ტესტი
მასალები
განვადება
კარიერა
მოგვწერე
ვაკანსია ღიაა

ინგლისურის მასწავლებელი

თბილისი(არა)სრულიკონკურენტული

სტუდიო ლინგო ეძებს ინგლისურის მასწავლებელს, რომელსაც ძალიან ეყვარება თავისი საქმე და მოსწავლეები

ძირითადი მოვალეობებია

  • ონლაინ გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებთან 15 წელს ზემოთ (ინდივიდუალური გაკვეთილი 1 სთ, ჯგუფური 1 სთ 30 წთ) 💻
  • გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია (მაგ: მოსწავლის გაცდენის თარიღების ადმინისტრატორისთვის მიწოდება) და იშვიათად რეპორტების წერა.
  • პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.
  • პერიოდულად YouTube-ის ან/და მოკლე ვიდეო გადაღებებში მონაწილეობა - დაახლოებით 2 თვეში ერთხელ

თქვენგან ვითხოვთ, რომ

  • იყოთ მინიმუმ 22 წლის.
  • ინგლისურს ფლობდეთ C1 დონეზე და ქართული იყოს მშობლიური ენა
  • ფლობდეთ ახსნისა და გადმოცემის უნარს
  • გიყვარდეთ ადამიანებთან ურთიერთობა
  • იყოთ ენერგიული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი ჩვენი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
  • გიყვარდეთ ინგლისურის სწავლება და პროფესიულად საკუთარ მომავალს ამ საქმიანობას უკავშირებდეთ (უპირატესობას მივანიჭებთ ამ პროფესიის კანდიდატებს)
  • გქონდეთ ონლაინ ან ცოცხალი სწავლების გამოცდილება და იყოთ ტექნიკასთან მეგობრული
  • გქონდეთ მშვიდი სამუშაო გარემო დისტანციურად სამუშაოდ
  • გიყვარდეთ კამერის ობიექტივში გამოჩენა

ჩვენი გუნდი გთავაზობთ

  • გარანტირებულ მინიმუმ სამუშაო საათებს
  • წინასწარ შეთანხმებულ ცხრილს
  • სამუშაო ანგარიშს ულიმიტო დრაივითა და AI ხელსაწყოებით
  • კარიერულ განვითარებას მიდლ, სენიორ ან მენტორ მასწავლებლამდე
  • სწავლების სისტემურ მეთოდოლოგიას
  • გამზადებულ სასწავლო მასალებს
  • მოწესრიგებულ შიდა ორგანიზაციულ სისტემას
  • სრულ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას
  • ინტენსიურ გადამზადებას მუშაობის დაწყებამდე და მის პარალელურად
  • ზრდად საგაკვეთილო საათებს
  • საკომუნიკაციო უნარების განვითარებას
  • კამერასთან მუშაობის გამოცდილებას
  • სიახლეებს სწავლების მეთოდოლოგიაში

სამუშაოს ტიპი - ჰიბრიდული (გაკვეთილების ჩატარება ონლაინ), ცოცხალი შეკრებები (გადაღებები და გასართობი შეხვედრები)

სამუშაოს გრაფიკი: სრული ან არასრული (შეთანხმებით) 🕚

  1. სრული - 40 საათი კვირაში
  2. არასრული - 25-30 საათი კვირაში

ორივე ვარიანტისთვის:

  • მინიმუმ 22 საათი უნდა იყოს საღამოს საათები 19:00 - 22:30.
  • დარჩენილი საათები დგინდება მასწავლებელთან სკოლის ცხრილისა და საჭიროებებიდან გამომდინარე.
  • საათები ასევე მოიცავს არასაგაკვეთილო სამუშაოსაც: გუნდთან კომუნიკაცია და შეხვედრები, პერიოდული კონტენტ გადაღება.

აუცილებლად დაგჭირდებათ ლეპტოპი და მშვიდი სამუშაო გარემო ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად 💻

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, ჩვენს სკოლაში მოქმედებს ჯუნიორ, მიდლის და სენიორ მასწავლებლების სისტემა კანდიდატების გამოცდილების მიხედვით.

კანდიდატებს, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება ან შერჩევის მინიმალურ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, თუმცა აქვთ ამ სფეროში განვითარების პოტენციალი, Studio Lingo სთავაზობს უფასო გადასამზადებელ კურსებს მასწავლებლების აკადემიაში. წარმატებული კურსდამთავრებულები კი დასაქმდებიან ჩვენს სკოლაში ჯუნიორ მასწავლებლებად. სტაჟირების შესახებ დამატებით დეტალებს გაეცნობით ამ ბმულზე

ჩვენი სასწავლო მასალების უსაფრთხოებისა და კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ექსკლუზიური თანამშრომლობა: თუ შემოგვიერთდებით, ინგლისურს ასწავლით მხოლოდ სტუდიო ლინგოში და არა სხვა ფორმატში.

თუ ხარ მოტივირებული მასწავლებელი და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდისა და შენი მომავალი მოსწავლეების წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!

მზად ხარ შემოგვიერთდე?

შეავსე განაცხადი რამდენიმე წუთში — ჩვენ მალევე დაგიკავშირდებით.