lingo-logo
ჩვენი გუნდი
კარიერა
მასალები
ენის ტესტი
კონტაქტი
facebook-greeninstagram-greentikTok-greenlinkedin-greenyoutube-green

რეპორტიორი

თბილისი

კვირაში 3-6 სთ

კონკურენტული

ძირითადი მოვალეობებია:

  • ქუჩის ინტერვიუების გადაღება (ქართველ და იშვიათად უცხოელ რესპოდენტებთან) კონტენტ შემქმნელთან ერთად - საწყის ეტაპზე კვირაში ერთხელ, შემდგომში - კვირაში 2-ჯერ. ვიდეოს ნიმუშს ნახავთ ამ ბმულზე
  • ინტერვიუს კითხვების მოფიქრება კონტენტ კრეატორთან ერთად უცხო ენების თემატიკაზე

არ ვითხოვთ თქვენგან გამოცდილებას, განიხილება სრულიად დამწყები კანდიდატიც, რადგან ჩვენთვის პროფესიული განვითარებისა და ჩვენს გუნდში მოხვედრის სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია.

თქვენგან ვითხოვთ, რომ:

  • იყოთ მინიმუმ 20 წლის კომუნიკაბელური, აქტიური, თამამი და მხიარული (ჩვენი რეპორტიორისთვის აუცილებელი თვისებები)
  • გიყვარდეთ კამერის ობიექტივში გამოჩენა (თქვენს ვიდეოებს ათასობით ნახვები ექნება)
  • გქონდეთ განვითარებისა და გამოცდილების მიღების ძლიერი სურვილი ამ სფეროში
  • დარჩეთ ჩვენთან მინიმუმ 4 თვის განმავლობაში (დაინტერესებულნი ვართ მხოლოდ გრძელვადიანი თანამშრომლობით)
  • ფლობდეთ ინგლისურს მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე
  • იყოთ ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი მთლიანი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)

ჩვენი გუნდი გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას თითო გასვლაზე 50 ლარის ოდენობით
  • ამ სფეროში დიდ განვითარებას და უზარმაზარ გამოცდილებას
  • ცნობადობას (თქვენს ვიდეოებს ბევრი ნახვები ექნება)
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გარემოს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
  • მოხერხებულ სამუშაო გრაფიკს (შეთანხმებით)
  • საბონუსე სისტემას 200 ლარის ოდენობით წარმატებული ვიდეოების შემთხვევაში
  • გადასაღებ აპარატურას (კამერა+მიკროფონი)
  • ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
  • წამახალისებელ საჩუქრებს (მაისური, ჭიქა, ჩანთა და ა.შ), რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით

თუ ხარ მოტივირებული და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში და გახდი ჩვენი გუნდის წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!