lingo-logo
ჩვენი გუნდი
კარიერა
მასალები
ენის ტესტი
კონტაქტი
facebook-greeninstagram-greentikTok-greenlinkedin-greenyoutube-green

კონტენტ კრეატორი

თბილისი

ნახევარი

კონკურენტული

ძირითადი მოვალეობებია:

  • კონტენტ იდეების გენერირება, შექმნა და განთავსება სოციალურ პლატფორმებზე
  • ვიდეო ტრენდების მარტივი ანალიტიკა სკოლის დამფუძნებელთან ერთად
  • ფიზიკურად მონაწილეობის მიღება კონტენტის შექმნაში (ვიდეოების გადაღება) დამფუძნებელთან ერთად პერიოდულად.
  • პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.

არ ვითხოვთ თქვენგან გამოცდილებას და დიდ მიღწევებს ამ სფეროში, ჩვენთვის პროფესიული განვითარების სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია.

თქვენგან ვითხოვთ, რომ:

  • იყოთ დაინტერესებული ციფრული მარკეტინგით
  • გაინტერესებდეთ პლატფორმები, როგორებიცაა Tiktok, Facebook reels, Instagram
  • გქონდეთ განვითარებისა და გამოცდილების მიღების ძლიერი სურვილი
  • ფლობდეთ ინგლისურს მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე
  • იყოთ ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი მთლიანი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)

ჩვენი გუნდი გთავაზობთ:

  • ყოველთვიურ ხელფასს 500 ლარის ოდენობით
  • ამ სფეროში დიდ განვითარებას და უზარმაზარ გამოცდილებას
  • არაიერარქიულ და მეგობრულ გარემოს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
  • მოხერხებულ ნახევარგანაკვეთურ სამუშაო გრაფიკს (გრაფიკს ათანხმებთ სკოლის დამფუძნებელთან, რომელთანაც გექნებათ ხშირი კომუნიკაცია)
  • საბონუსე სისტემას
  • პლატფორმა Canva-ს პრემიუმ პაკეტს (რომელიც კონტენტის შესაქმნელად დაგჭირდებათ)
  • ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
  • საინტერესო სიახლეებს
  • წამახალისებელ საჩუქრებს (მაისური, ჭიქა, ჩანთა და ა.შ), რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით

შერჩევა არის ორეტაპიანი:

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • გასაუბრება და პრაქტიკული დავალება.

თუ ხარ მოტივირებული და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში და გახდი ჩვენი გუნდის წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!